შპს “საქართველოს სალიზინგო კომპანია” (GLC) დაარსდა 2001 წელს ს.ს. "თბილუნივერსალბანკი"-ს მიერ. GLC გახლდათ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც კლიენტებს შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. 2005 წელს ს.ს. "საქართველოს ბანკი"-სა და ს.ს. "თბილუნივერსალბანკი"-ს შერწყმის შედეგად GLC გახდა ს.ს. "საქართველოს ბანკი"-ს შვილობილი კომპანია.
 
საქართველოს სალიზინგო კომპანიის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნეს, აგრეთვე დიდ კომპანიებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის სალიზნიგო მომსახურება.

საქართველოს სალიზინგო კომპანია გთავაზობთ სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს ნებისმიერი მოთხოვნის და სირთულის შესაბამისად.
 
საქართველოს სალიზინგო კომპანია მომხმარებელზე ორიენტირებული და მომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება დამფუძნებელთა ფინანსური მიზნების განხორციელებას და უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის წამახალისებელი გარემოს შექმნას. GLC უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაღალი პროფესიონალური მომსახურეობის მიწოდებას. GLC-ს ფინანსური წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომხმარებელთა უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი დაფინანსებით, ასევე კონკურენტუნარიანობის მოპოვება მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურეობის გაწევის გზით.
   
 
  პრეზენტაცია
 
  კალკულატორი